ფეხბურთი

14:09 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკური და ფენომენალური იქნება“

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კომენტარი გააკეთა მომავალი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.

„მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკური და ფენომენალური იქნება. შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში უპრეცედენტო აჟიოტაჟია. ოთხ კვირაში ბილეთებზე 500 მილიონზე მეტი მოთხოვნა მივიღეთ. ეს წარმოუდგენელია. თითქმის 7 მილიონი ბილეთი გვაქვს, მაგრამ 500 მილიონი მოთხოვნა საოცარი მაჩვენებელია ფიფას ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის ისტორიაში. 104 თამაშიდან 77-ში ბილეთებზე მილიონზე მეტი მოთხოვნა მივიღეთ, დანარჩენი კი დაახლოებით იგივეა. ზოგიერთ ბილეთს ტურნირის განვითარებისა და ბოლო დღეებისთვის ვინახავთ. ყველა სტადიონი გაივსება - ეს ნამდვილი ზეიმი იქნება“.

„როდესაც ხალხი ამბობდა, რომ ფეხბურთი, ანუ „სოკერი“, როგორც მას ამერიკაში უწოდებენ, დიდად პოპულარული არ იყო შეერთებულ შტატებში, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა. ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდით, 104 თამაშით, 16 ქალაქით, სამი ქვეყნით... ჩვენ რაღაც ჭეშმარიტად მონუმენტური მოვლენის ზღვარზე ვართ. ეს ტურნირზე მეტია, სპორტულ შეჯიბრზე მეტი - ეს არის სოციალური ღონისძიება, როდესაც მთელი მსოფლიო გაჩერდება და უყურებს“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს AS.

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე სამ ქვეყანაში გაიმართება: შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17058