ფეხბურთი

16:27 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "სენტ ეტიენში" დავითაშვილი მომწონს, მონდომებული და ნიჭიერია"

ვეტერანმა ფეხბურთელმა პასკალ ფეინდუნომ, რომელცი 2004-2008 წლებში „სენტ ეტიენში“ თამაშობდა, განაცხადა, რომ ფრანგული გუნდიდან ახლა ყველაზე მეტად ზურიკო დავითაშვილი მოსწონს.

როგორც გვინეელმა თქვა, ლიგა 1-ში დასაბრუნებლად საჭიროა ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15 გოლის გატანა შეუძლია და „სენტ ეტიენს“ ასეთი მოთამაშე დავითაშვილის სახით ჰყავს:

„ძალიან ხშირად ვუყურებ „სენტ ეტიენის“ მატჩებს, როგორც ამ სეზონში, ასევე წინა სეზონებში. დავითაშვილის თამაშის სტილი მომწონს, რომელიც მონდომებული, შრომისმოყვარე, სწრაფი და ნიჭიერია. ლიგა 1-ში მოსახვედრად, საჭიროა ფეხბურთელი, რომელსაც დაახლოებით 15 გოლის გატანა შეუძლია და „სენტ ეტიენს“ ის ჰყავს“, - თქვა ფეინდუნომ.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება.

„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085217