„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, გამარჯვება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ:
„გამარჯვებება გვწყურია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ყოველთვის შეგვიძლია დონის ამაღლება, ეს არაერთხელ ვაჩვენეთ. ყველას გვიყვარს ასეთი ტიპის მატჩები. წარმოუდგენლად ბევრს ვმუშაობთ ასეთ თამაშებში სათამაშოდ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზად ვიყოთ.
შურისძიების გრძნობა არ გვაქვს, რადგან ეს ერთი და იგივე პერიოდი და იგივე შეჯიბრი არ არის. ნამდვილად გვინდა ამ ორმატჩიანი პლეი-ოფის მოგება. ვიცით, რომ „ჩელსი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ.
ვქმნი შანსებს, უბრალოდ უფრო ხშირად უნდა დავაგრგვინო ზუსტად. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობა იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ, რადგან შანსებს თავად ვქმნი. შემეძლო მეტი გოლის გატანა, ბევრს ვმუშაობ ამის გასაუმჯობესებლად და არ ვნებდები.
როცა პატარა ვიყავი, 9 ნომრის პოზიციაზე ბევრს ვთამაშობდი. ეს ჩემი პოზიცია იყო, სანამ ფლანგებზე გადავიდოდი. უსმან დემბელემ ბევრი რჩევა მომცა. მან მასწავლა, როგორ მემოძრავა, როგორ წავსულიყავი წინ... ის ძალიან კარგი გულშემატკივარია“, - თქვა ბარკოლამ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ჩელსის“ ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი აქვთ: 3-3 მოგება-წაგება და 3 ფრე. 2015 და 2016 წლებში პსჟ-მ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ზედიზედ ორჯერ გააგდო, 2014 წელს, მეოთხედფინალში ინგლისელებმა აჯობეს ფრანგებს. თუმცა, ბოლო დაპირისპირება ცოტა ხნის წინ, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შედგა, სადაც „ჩელსიმ“ 3:0 მოიგო. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.







