სხვა

18:57 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "მახაჩევის გაქცევისს ფასს კიდევ ერთხელ სხვა გადაიხდის"

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა,სადაც საინტერესო სიახლეს გვამცნო. მისი განცხადებით, თეთრი სახლის ღონისძიების ბრძოლების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ის ოფიციალურად დათანხმებული იყო ისლამ მახაჩევთან ჩხუბს, თუმცა დაღესტნელმა მებრძოლმა დაპირისპირებაზე უარი განაცხადა, ამის მიზეზად კი ტრავმა დაასახელა.

„ისლამი კვლავ იგონებს საბაბს. ამჯერად ეს ტრავმაა. ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაში მივიღებდი მონაწილეობას. მაშინაც კი, როდესაც UFC-მ ერთ მომენტში მითხრა, რომ ღონისძიებაზე ჩემს ჩარიცხვას არ აპირებდნენ, ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო. როდესაც საბოლოოდ მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამი და ერთი წამითაც მიყოყმანია - ბრძოლაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული, თეთრი სახლის ქარდი მეორე დღეს გამოცხადდებოდა. და როცა გამეღვიძა, აღმოვაჩინე, რომ ისლამი დაშავდა. შემდეგ კი ჯასტინ გეიჯი გამოჩნდა. კიდევ ერთხელ, ვიღაც სხვა ისლამის გაქცევის საფასურს გადაიხდის. ორივეს მენეჯერი ძუკნაა. ჯასტინ, თეთრ სახლში შევხვდებით. არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად მოხდება. როცა გაიღვიძებ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება“, - წერს თოფურია.

შეგახსენებთ, რომ ილია-ჯასტინის ბრძოლა UFC freedom 250-ის მთავარი დაპირისპირება იქნება. ისტორიული ღონისძიება 2026 წლის 14 ივნისს არის ჩანიშნული და ის თეთრი სახლის ეზოში გაიმართება.

ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია, თუმცა გარკვეული დროით მან საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, რომელიც ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093008