ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა.
როგორც ფრანგმა თქვა, ინფანტინო ფეხბურთს არასწორად ხელმძღვანელობს და ის ფიფას პრეზიდენტობისთვის შესაფერისი ადამიანი არაა:
„ის კარგი ადმინისტრატორია, მაგრამ არა ნამდვილი ლიდერი. მას აკლია ქარიზმა და ხედვა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის სათავეში ჩასადგომად არის საჭირო. ის არ არის შესაფერისი ადამიანი ფიფას პრეზიდენტობისთვის. ფეხბურთი სხვაგვარად უნდა განვითარდეს და არა ისე, როგორც ის მართავს მას”, - თქვა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ როდესაც მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტი იყო, ჯანი ინფანტინო უეფაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.







