ჭიდაობა

21:14 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს კიდევ 5 წარმომადგენელი ჩაერთო, მაგრამ როგორც პირველ საშეჯიბრო დღეს, ახლაც ფინალში ვერცერთი გავიდა.

ყველაზე ახლოს ფინალთან ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) იყო, რომელმაც ნახევარფინალში გასვლა შეძლო, მაგრამ რუს ხაბიბ დავუდგაჯიევთან 3:6 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ბრინჯაოს შანსი ექნება, ოღონდ რეპეშაჟიდან საბა კობახიძეს (74 კგ), რომელიც ფრანგ სეიფულა იტაევთან 0:10 დამარცხდა, მაგრამ მან ფინალში გასვლა შეძლო და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა.

ასპარეზობა დაასრულეს რეზო მარსაგიშვილმა (57 კგ), თორნიკე სამხარაძემ (86 კგ) და სანდრო ყურაშვლმა (92 კგ), რომლებიც ვერც რეპეშაჟში გადავიდნენ, რადგან ის მოჭიდავეები, რომლებთანაც წააგეს, ფინალს მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085362