ფეხბურთი

11:53 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: „რეალი“ ვართ, არასდროს ვგრძნობთ თავს ვინმეზე დაბლა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „რეალი“ სხვა გუნდებზე სუსტად თავს არასდროს მიიჩნევს:

„რეალი“ ვართ, არასდროს ვგრძნობთ თავს ვინმეზე დაბლა. ყველა კარგად ვიცნობთ მოწინააღმდეგეს, კლუბს, მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და ფეხბურთელებს. ისინი ორი წლის წინ ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვუდგებით. გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

მბაპე ბევრად უკეთესადაა. როგორც ვთქვი, მის პროგრესს ყოველდღიურად შევაფასებთ, მაგრამ ეს კვირა ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ის მალე დაბრუნდება.

პეპს ყოველთვის აქვს სიურპრიზი მზად. ის არის მწვრთნელი, რომელსაც, რაც არ უნდა შეისწავლო მისი გუნდები, ყოველთვის ექნება რაღაც განსხვავებული მომზადებული. გამიკვირდება, თუ მათ სტრუქტურაში ან შეტევის სტილში ცვლილებები არ იქნება“, - თქვა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093831