ფეხბურთი

1:20 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის თამაშის გამოხმაურება: "ერთადერთი, რომელიც საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენდა"

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ლივერპულმა“ სტამბოლში, „გალათასარაისთან“ წააგო (0:1), მაგრამ გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო.

ადგილობრივმა გამოცემებმაც გამოარჩიეს ქართველი მეკარის თამაში, რომელსაც შანსი ალისონის ტრავმის გამო მიეცა.

This is anfield 8 ქულა (მატჩის MVP): „პირველ ტაიმში მსოფლიო დონის, თითის წვერებით სეივი განახორციელა. არ უნდა ყოფილიყო იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც მის წინ მდგომი ურჩი დაცვის გამო სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც საკუთარ თავს ძლიერად წარმოაჩენდა“.

Liverpool.com 7 ქულა: „მოედანზე 12 იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა და რამდენიმე ძალიან კარგი სეივი მიითვალა. ის ძალიან კარგად თამაშობდა და ასეც უნდა ყოფილიყო“.

Liverpool Echo 7 ქულა: „შორეულ ძელთან ჩაწოდებას კარგად გაუმკლადა და შემდეგ სანჩესის თავური დარტყმა მოიგერია. ალისონის ნაცვლად შანსი მიეცა და კარგი თამაში აჩვენა“.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი დაუგროვდა - 5 პრემიერლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, თითო ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპულისა“ და „გალათასარაის“ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 18 მარტს, „ენფილდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167706