ფეხბურთი

2:29 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის "უოტფორდმა" გავარდნილ გუნდს ვერ მოუგო

ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდი“ ბოლოადგილოსან, უკვე ოფიციალურად გავარდნილ „შეფილდ უენსდეის“, რომელსაც -7 ქულა ჰქონდა, დაუზავდა...

„უოტფორდი“ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის, მაგრამ ქულებს თუ ასე დაკარგავს, ცხადია, მიზანს ვერ მიაღწევს. მეტიც, სტუმრები აგებდნენ და ბოლო წუთზე ვივალდო სემედუმ გაათანაბრა - საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 84-ე წუთამდე იყო, რომელმაც ისევ ვერ შეძლო შედეგიანი მოქმედებით თავის გამოჩენა.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 20 თამაშში გოლი არ გაუტანია, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. საბა გოგლიჩიძემ კი ინგლისურ გუნდში მეხუთე თამაში ჩაატარა.

„უოტფორდი“ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, სტუმრად „სტოკ სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08936