კალათბურთი

9:47 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტო" "ჰიუსტონთან" დამარცხდა, მამუკელაშვილი ძირითადში იყო და 8 ქულა ჩააგდო

NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ჰიუსტონ როკეტს" დაუპირისპირდა და 99:113 დამარცხდა.

მატჩის სტარტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველი პერიოდი ფრედ 29:29 დასრულდა, თუმცა მეორე პერიოდში მასპინძლებმა გაცილებით უკეთესად ითამაშეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. საბოლოოდ "ჰიუსტონმა" მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და გამარჯვებაც მოიპოვა. მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო კევინ დურანტი, რომელმაც მატჩი 29 ქულით, 7 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 29:58 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა 8 ქულას, 4 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი და 4 საჯარიმო სროლიდან ორი ისროლა ზუსტად.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 36 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 12 მარტს "ნიუ ორლეანს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093279