კალათბურთი

10:21 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბემ ადებაიომ "ვაშინგტონთან" 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა

NBA-ში მორიგი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა "მაიამი ჰიტისა" და ვაშინგტონ ვიზარდსის" შეხვედრაში, სადაც მასპინძელთა ცენტრმა ბემ ადებაიომ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მან 83 ქულა ჩააგდო და კობი ბტრაიანტის შედეგი გააუმჯობესა (81 ქულა "ტორონტოს" წინააღმდეგ 2006 წელი). აღნიშნული შეხვედრა კი "მაიამი ჰიტმა დამაჯერებლად 150:129 მოიგო.

ბემ ადებაიომ პარკეტზე 41:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 83 ქულას, 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. ამერიკელმა კალათბურთელმა პირველ მეოთხედში 31 ქულა, მეორეში 12 ქულა, მესამეში 19 ქულა, ხოლო მეოთხე პერიოდში 21 ქულა ჩააგდო და ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელსაც ერთ მატჩში ამდენი ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს უილტ ჩემბერლენი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 100 ქულის ჩაგდება მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ბემ ადებაიომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა მისი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

"არვიცი ეს წარმოუდგენელია, ჩემი სახელი ულიტის და კობის გვერდით ეს საოცარი შეგრძნებაა. არ მიფიქრია, რომ ამდენ ქულას მოვაგროვებდი, უბრალოდ მე ჩემს საქმეს ვაკეთებდაი. აღნიშნული შედეგის მიღწევა ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მადლობა მწვრთნელს, რომ კომბინაციები ჩემზე ააწყო. ვფიქრობ ახლა კობი რას მეტყოდა... მასთან მსგავს საკითხზე დიალოგი ყოველთვის მინდოდა. ალბათ ის მეტყოდა: "წადი და ეს კიდევ გააკეთე", - განაცხადა ადებაიომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165468