ფეხბურთი

14:15 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რეალი" ყოველთვის "რეალია", მაგრამ ახალ მათზე გაცილებით კარგ სიტუაციაში ვართ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ესპანელის განცხადებით, ამ მომენტში მისი გუნდი გაცილებით კარგ სიტუაციაშია.

"რეალი" ყოველთვის "რეალია", მაგრამ ფეხბურთელების მზადყოფნის მხრივ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვართ. მათ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა მოდუნება არცერთი წუთით არ შეიძლება. ჩვენ მეტოქეს დიდი პატივისცემით უდა შევხვდეთ, მაგრამ თუ მოგება გვსურს, უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი რაც ვიცით და გამოგვდის. აქ ამ სტადიონზე პირველად არ ვართ და მოთამაშეების უმეტესობა აქაურ გარემოს შეჩვეულნი არიან და ვიქრობ წნეხის მომენტი არ გვექნება.

"როგორ ვაპირებთ ვინისიუსის შეჩერებას? ადრე ჩვენ მის წინააღმდეგ უოკერი გვყავდა, ახლა კი მოტოციკლი გყვავს და ვეცდებით რბოლაში ჩავერთოთ (იცინის). რაც შეეხება მბაპეს არ ყოფნას, ვფიქრობ ეს არაფერს ცვლის", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1587