„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.
ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა. ზურიკო დავითაშვილის კონკურენტები აღნიშნულ ჯილდოზე "ტრუასა" და "კლერმონის" თავდამსხმელები თაუფიკ ბენთაიები (4 გოლი) და ფამარა დიედიუ (7 გოლით) არიან. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია და გულშემატკივარს მითითებულ ბმულზე შეუძლია მხარი დაუჭირონ ზურიკო დავითაშვილს.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება.
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.





