14:23 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მახაჩევის მენეჯერი: "სულ რაღაც 9 დღეში საკუთარი ტყუილების გამო ყველა გამოაშკარავდება"

ისლამ მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ილია თოფურიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ელ მატადორის" თქმით ისლამ მახაჩევი ბრძოლას მასთან ბრძოლას კიდევ ერთხელ გაექცა და ამჯერად მიზეზად ტრავმა დაასახელა.

როგორც ალი აბდელაზიზი აცხადებს, ილიას მიერ გაკეთებული განცხადება ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

"ახლა რამადანის წმინდა თვეა და ყველას მიეტევება. თუმცა, 9 დღეში საკუთარი ტყუილების გამო ყველა გამოაშკარავდება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დანა 100%-ით მართალი იყო, როდესაც ამბობდა რომ ეს პატარა ბიჭი საუბარში არც კი ჩართულა", - დაწერა სოციალურ ქსელში ალიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თეთრი სახლის ღონისძიებაზე 14 ივნისს გაიმართება და ის საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.

0.087448