ფეხბურთი

16:10 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "ტრამპს ირანის ნაკრებზე ვესაუბრე და დამიდასტურა, რომ ისინი მუნდიალზე თამაშს შეძლებენ"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ირანში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრეს და ტრამპმა დაადასტურა, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს აუცილებლად შეძლებენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 93 დღე რჩება, შეხვედრაზე მსოფლიოს ჩემპიონატზე და მის მოსამზადებელ ეტაპზე ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ ირანის ნაკრების სიტუაციაც და პრეზიდენტმა დამიდასტურა, რომ ისინი მუნდიალზე თამაშს აუცილებლად შეძლებენ. ახლა ნამდვილად გვჭირდება ისეთი მასშტაბური ღონისძიება, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, რადგან ფეხბურთს ხალხის გაერთიანება შეუძლია. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო დონალდ ტრამპს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის", - განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და ის ერთბაშად სამ ქვეყანაში: აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.185977