ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან“ 2:5 მარცხის შემდეგ იგორ ტუდორი „ტოტენჰემის“ ისტორიაში შევიდა, ხორვატი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ყველა ტურნირზე სადებიუტო მატჩი წაგებით დაიწყო.
ტუდორმა "ტოტენჰემი" გასულ თვეში ჩაიბარა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა 22 თებერვალს "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც 1:4 დამარცხდა. მას შემდეგ ლონდონურმა კლუბმა 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივეში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში 29 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.





