ფეხბურთი

17:30 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "ასეთი მომენტები მახსენებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ეს არის სიყვარული, ერთგულება და ერთიანობა"

"გალათასარაის" ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი "ლივერპულთან" მოგებული მატჩის შემდეგ (1:0) სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მიერ გამოფენილ ბანერს გამოეხმაურა.

"დღევანდელი საღამო ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. „გალათასარაის“ გულშემატკივრების მხრიდან ამხელა სიყვარულის დანახვა ისეთი რამაა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს დავივიწყებ.

პირველი დღიდანვე, როცა აქ ჩამოვედი, იმდენი სიყვარული და პატივისცემა დამხვდა — არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის და ჩემთვის ახლობელი ადამიანების მიმართაც.

ასეთი მომენტები მახსენებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სიყვარული, ერთგულება და ერთიანობა.

გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამ მოედანზე გავალ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ემბლემისთვის, ამ კლუბისთვის და ამ საოცარი გულშემატკივრებისთვის. გმადლობთ, რომ ეს საღამო დაუვიწყარი გახადეთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ", დაწერა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "გალათასარაის" განმეორებითი მატჩი 19 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162559