ფეხბურთი

17:41 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირანის სპორტის მინისტრი: "მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას არ ვაპირებთ"

ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გაავრცელა ირანის სპორტის მინისტრმა აჰმად დონჯამალიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პირობებში მუნდიალზე ირანის თამაში წარმოუდგენელია.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, მუნდიალზე ირანის ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს.

„მას შემდეგ, რაც კორუმპირებულმა მთავრობამ ჩვენი ლიდერი მოკლა, არ გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი. მათ ირანის წინააღმდეგ ბოროტი ზომები მიიღეს. რვა თუ ცხრა თვეში ორი ომი გვაიძულეს და ჩვენი რამდენიმე ათასი მოქალაქე დაიღუპა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, - აღნიშნა დონჯამალიმ.

ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად, ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება და G ჯგუფში, ბელგიასთან, ეგვიპტესა და ახალ ზელანდიასთან ერთად მოხვდა.

ფიფა ადასტურებს, რომ მათ სურთ ირანმა მიიღოს მონაწილეობა მუნდიალზე, მაგრამ როგორც ჩანს, ირანელები სხვა პოზიციაზე არიან. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ირანის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის დაწყებამდე ზუსტად 3 თვე რჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093133