„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ის პატივს სცემს „რეალს“, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტებს არ უყვართ:
„ვიცი, რომ მადრიდში დიდად არავის ვუყვარვარ, მაგრამ „ბერნაბეუზე“ თამაში მიყვარს. მადრიდში ხალხს არ სჯერა, რომ მათ ინსტიტუტს პატის ვცემ, რადგან მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთე.
„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 15 ტიტული აქვს, უფრო მეტჯერ აქვთ ეს ტურნირი მოგებული, ვიდრე ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი დღეს, 23:59 საათზე გაიმართება.







