ფეხბურთი

20:40 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "ოლისეს დე ბრუინისნაირი მენტალიტეტი აქვს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ მაიკლ ოლისეზე ისაუბრა და 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი მენტალიტეტით კევინ დე ბრუინს შეადარა.

როგორც მან თქვა, სწორედ ამ მენტალიტეტით მას შეუძლია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

„მაიკლ ოლისე აქ ისეთი მენტალიტეტით მოვიდა, რომელიც მას შანსს აძლევს, გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

არ მინდა ფეხბურთელების შედარება, მაგრამ კევინ დე ბრუინთან ერთად ვთამაშობდი და გამიმართლა, რომ ვუყურე, როგორ გაიარა მან ახალგაზრდა ფეხბურთელის გზა და შემდეგ სუპერვარსკვლავად იქცა. მას დეტალებისადმი აკვიატება ჰქონდა... ოლისესაც ეს აქვს“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში ფრანგს 15 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 26-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15129