ფეხბურთი

23:17 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" მუსიალა და დევისი ისევ გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა კვლავ ტრავმირებულია და როგორც კლუბი იტყობინება, მას იგივე კოჭი აწუხებს, რომელიც ზაფხულში დაიზიანა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-სთან მატჩში გერმანელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ნახევარი სეზონი გაუცდა და გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. თუმცა, „ატალანტასთან“ შეხვედრაში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს.

ჯერჯერობით, უცნობია, დაზიანების სიმძიმე, მაგრამ იმავე კოჭზე აქვს პრობლემა, რომელზეც ოპერაცია ჩაუტარდა, შესაბამისად, „ბაიერნში“ ყურადღებით უნდა იყვნენ.

მუსიალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა ამისა, „ატალანტასთან“ შეხვედრაში „რეკორდმაისტერს“ ალფონსო დევისიც დაუშავდა, რომელმაც მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული, ხოლო იონას ურბიგს ტვინის შერყევა აღენიშნება. რამდენ ხანს იუქმებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159983