ფეხბურთი

21:18 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" "რუსთავთან" მარცხისგან ლორიამ იხსნა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა, უგოლოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, ორივე გუნდს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს.

ყველაზე ახლოს გოლთან მაინც სტუმრები იყვნენ: 58-ე წუთზე „რუსთავმა“ პენალტის უფლება მოიპოვა, რომელიც ჟან სოუზა დე ალმეიდამ შეასრულა, მაგრამ ბრაზილიელ ფეხბურთელს გიორგი ლორიამ აჯობა, რომელმაც დარტყმა ადვილად მოიგერია. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე.

ორივე გუნდს ორ-ორ მატჩში 4-4 ქულა აქვს. მომდევნო ტურში „დინამო“ „იბერიას“ ესტუმრება, ხოლო „რუსთავის“ მეტოქე „გაგრა“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088151