ფეხბურთი

23:48 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" "ლევერკუზენთან" მარცხს გადაურჩა

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება და მორიგი მატჩი „ლევერკუზენსა“ და „არსენალს“ შორის გაიმართა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, ცოტა საგოლე მომენტით და ბევრი სიფრთხილით.

„ლევერკუზენი“ 46-ე წუთზე დაწინაურდა რობერტ ანდრიხის გოლით და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ 89-ე წუთზე ლონდონელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კაი ჰავერტცმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობ აღადგინა.

ყველაფერი ლონდონში, 17 მარტს გადაწყდება, მაგრამ „არსენალი“ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტია.

„ლევერკუზენი“ – „არსენალი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ანდრიხი (46), 1:1 ჰავერტცი (89, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169724