სხვა

0:50 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 10-გოლიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-14 ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები“ „გოგთან“ 28:33 დამარცხდა, მაგრამ ქართველ ხელბურთელს დიდებული თამაში ჰქონდა.

ცხოვრებაძემ 10 გოლი გაიტანა და არა მარტო თავისი გუნდის, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო ბომბარდირი იყო. მან კარში 18-ჯერ დაარტყა. გოლების გარდა, მან 3 საგოლე პასიც გააკეთა. გიორგიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 46 გოლი მიითვალა.

„ზაგრებმა“ ჯგუფში 2 ქულით (1 მოგება, 13 წაგება) ბოლო ადგილი დაიკავა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092342