ფეხბურთი

2:12 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო ვალვერდეს შოუ: "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" გაანადგურა

მადრიდის „რეალი“ არასდროს კვდება. ბევრისთვის „მანჩესტერ სიტი“ ფავორიტი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, რადგან ალვარო არბელოას გუნდი არც ისე დამაჯერებელი იყო ბოლო დროს და ბევრი ტრავმირებულიც ჰყავდა, მათ შორის, კილიან მბაპე.

თუმცა, ეს ჩემპიონთა ლიგაა და ეს „რეალია“, რომელსაც ფედერიკო ვალვერდე ჰყავს.

„სამეფო კლუბმა“ პეპ გვარდიოლას გუნდს პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანა და სამივე ვალვერდეს აქტივშია. ურუგვაელმა ნახევარმცველმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა და დიდებული თამაში ჩაატარა. სამივე გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ მესამე ნამდვილი შედევრი.

ვალვერდემ ანგარიში მეოცე წუთზე გახსნა, როცა ჯანლუიჯი დონარუმა მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. მალევე, მან მახვილი კუთხიდან აჯობა იტალიელ მეკარეს, ხოლო ტაიმის მიწურულს, მარკ გეჰის ბურთი თავზე გადაუგდო და ახლო მანძილიდან ზუსტად დარტყა.

„რეალი“ უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა, ვინისიუსს მეორე ტაიმში პენალტი რომ გაეტანა, მაგრამ დონარუმამ აჯობა. ნებისმიერ შემთხვევაში, 3:0 და საპასუხო მატჩის წინ „რეალმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

17 მარტს, „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტის“ დიდი სასწაული დასჭირდება, რომ მეოთხედფინალში გავიდეს.

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ვალვერდე (20), 2:0 ვალვერდე (27), 3:0 ვალვერდე (42)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177092