ფეხბურთი

2:18 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეს საოცრება აღარაა, კანონზომიერებაა: "ბოდო გლიმტმა" "სპორტინგი" გაანადგურა

„ბოდო გლიმტი“ საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს. ან იქნებ, ეს უკვე საოცრება არაა და კანონზომიერებაა?

ნორვეგიული გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, „ინტერთან“ ორივე მატჩის მოგებით, მაგრამ ამას როგორც ჩანს, არ დასჯერდება და მეოთხედფინალთან ნაბიჯშია.

„ბოდო გლიმტმა“ „სპორტინგს“ მერვედფინალის პირველი მატჩი შინ 3:0 მოიგო და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველ ტაიმში სონდრე ფეტმა და ოლე ბოლმბერგმა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში კასპერ ჰოგმა სხვაობა სამამდე გაზარდა. ეს ძალიან დიდი განაცხადია და „სპორტინგს“ შინ ძალიან გაუჭირდება ბრძოლაში დაბრუნება. განაცხადში არ იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც ტრავმა აქვს.

„ბოდო გლიმტს“ 25 ნოემბრის შემდეგ არ წაუგია, როცა „იუვენტუსთან“ შინ 2:3 დამარცხდა. და, რა დონის გუნდებს შეხვდა მას შემდეგ? „მანჩესტერ სიტი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ (ორჯერ) და „სპორტინგი“ დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ სტუმრად ფრეს დასჯერდა.

საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლისაბონში გაიმართება.

„ბოდო გლიმტი“ – „სპორტინგი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფეტი (32, პენ), 2:0 ბოლმბერგი (45), 3:0 ჰოგი (71)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.188759