ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ სტუმრად „ჰესტია მენორკასთან“ 74:89 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 26 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დუდამ 9-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„პალმერ ბასკეტი“ 5 მოგებით და 17 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „ესტელას“ უმასპინძლებს.
გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ფუენლაბრადა“ 90:74 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
კორსანტიამ 21 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
„გიპუზკოა“ 15 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 15 მარტს, „ოვიედოს“ ესტუმრება.







