ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (2:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა მესამე გოლის გაშვებამდე ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ შემდეგ შეცდომების გამო ძლიერმა გუნდმა „ჩელსი“ დასაჯა.
„კვარაცხელია მეოთხე გოლის ეპიზოდში დაგვირგვინებაში ფანტასტიკური იყო. ჩვენი საღამო არ იყო, მაგრამ საკმარისად კარგად ვითამაშეთ და ორჯერ ანგარიში გავათანაბრეთ. მეხუთე გოლზე მშვიდად არ ვიყავით და ძალიან ძლიერმა გუნდმა დაგვსაჯა.
75 წუთი თამაშში ვიყავით. მეკარე არ არის პირველი ვინც შეცდომას უშვებს, ეს ფეხბურთის ნაწილია. 2:2-ზე მესამე გოლთან ახლოს ვიყავით, შემდეგ გავიტანეთ კიდეც, მაგრამ თამაშგარეში ვიყავით, საინტიმეტრები დაგვაკლდა მესამდე გოლამდე.
ჩემი ბრალია, თუ გუნდი თავის პოტენციალს ვერ აჩვენებს, გამოდის, რომ ჩემი ბრალია. მესამე გოლის გაშვებამდე ჩვენი თამაში ძალიან კარგი იყო, პრემიერლიგაში კი ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის“, - აღნიშნა როსენიორმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.







