ფეხბურთი

13:14 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "კინსკის ვუთხარი, რომ ამ შეცდომებისგან ისწავლოს და თავდაჯერება შეინარჩუნოს"

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ „ტოტენჰემი“ მეკარეს, ანტონინ კინსკის პირადი შეტყობინება გაუგზავნა და გაამხნევა:

„ტოტენჰემის“ მეკარე კინსკის ინსტაგრამზე პირადი შეტყობინება გავუგზავნე, რადგან ის, რაც მას დაემართა, რთული იყო, ფსიქოლოგიურად რთულია. „ატლეტიკოს“ სტადიონი ყველა გუნდს პრობლემებს უქმნის.

ვუთხარი, რომ მეც დავუშვი შეცდომები „ატლეტიკოში“ და „ჩელსიშიც“. ვუთხარი, რომ ამისგან უნდა ისწავლოს... ცხოვრება რთულია, მაგრამ თავდაჯერებულობა უნდა შეინარჩუნოს... მეკარის პოზიცია ძალიან დაუცველია. როდესაც შეცდომებს ვუშვებთ, ეს გოლით სრულდება. ტოტენჰემს ვთხოვ, რომ მას და მის ყველა თანაგუნდელს მხარი დაუჭიროს“, - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ანტონინ კინსკიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა მე-17 წუთზე შეცვალა და ჩეხი მეკარე გასახდელში თვალცრემლიანი შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092731