„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც პეპმა აღნიშნა, მის გუნდს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ბოლო პასები დააკლდათ, რითაც შეტევებს დაასრულებდნენ:
„შედეგი ნათელია, მაგრამ ჯერ კიდევ 90 წუთია დარჩენილი. პირველ ტაიმში სამი შანსი ჰქონდათ და სამი გოლი გაიტანეს. ისინი ყოველთვის სახიფათოები არიან კონტრშეტევებზე. თუმცა, მათ დაცვის ხაზს ბევრჯერ შევუტიეთ, მეორე ტაიმშიც. უბრალოდ ბოლო პასი გვაკლდა. ისინი კარგად იცავდნენ თავს, ძალიან ორგანიზებულად. მატჩი კარგად დავიწყეთ.
როდესაც საჯარიმოსთან მიდიხარ და საჯარიმოში ოთხი ან ხუთი მოთამაშეა, კარგი გადაცემა ყველაფერს წყვეტს. და, გვქონდა ეს შანსები. გოლის გატანის შემთხვევაში, ჩვენი განწყობა მაშინვე გაუმჯობესდებოდა... ბოლო მომენტი გვაკლდა. შეიძლება მოგვიანებით კიდევ ვუყურო მატჩს და არ მომეწონოს, მაგრამ ახლა არ მგონია, რომ ასეთი ცუდი იყო. 0:3 0:4-ზე უკეთესია. რთული შედეგიa, ვერ უარვყოფთ, მაგრამ ვეცდებით“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მანჩესტერში 17 მარტს გაიმართება.







