NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 111:122 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს.
სანდრო მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
საუკეთესო ტრეი მერფი იყო, რომელიც „ნიუ ორლეანს“ 28 ქულით და 7 მოხსნით დაეხმარა, ხოლო დეჯუნტე მიურეიმ 27 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 36 მოგებით და 29 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 14 მარტს, „ფინიქს სანსთან“ გამართავს.
დღესვე, „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და „კლივლენდი“ 128:122 დაამარცხა, მაგრამ გოგა ბითაძეს თამაშის შესაძლებლობა ამჯერად არ მისცემია. „ორლანდო“ 36 მოგებით და 28 წაგებით მეხუთე პოზიციაზე, მომდევნო მატჩს კი 13 მარტს, „ვაშინგტონთან“ ჩაატარებს.







