ფეხბურთი

14:50 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: "არ ვიცი რა დევს "რეალის" მაისურში, მე რომ ჩავიცვა, შეიძლება თმა ამომივიდეს"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ არ იცის, რა ხდება, როდესაც ფეხბურთელები „რეალის“ მაისურს იცვამენ.

ფრანგმა თქვა, რომ მანაც რომ ჩაიცვას, შეიძლება თმა ამოუვიდეს, რადგან „რეალის“ მაისურს ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულის მოხდენა შეუძლია:

„ბარსას“ დიდი გულშემატკივარი ვარ. თუმცა, „რეალს“ დიდი დამსახურება უნდა მივაწეროთ. არავინ ელოდა ამას და არავინ ელოდა, რომ ვალვერდე ჰეთ-თრიქს შეასრულებდა. ყველა, ვინც ამბობს, რომ იცოდა, რომ ვალვერდე ჰეთ-თრიქს შეასრულებდა, იტყუება.

ვიცი, რომ ეს მძიმე მაისურია. მაგრამ არ ვიცი, რატომ ჩანან ფეხბურთელები განსხვავებულად, როდესაც მას იცვამენ, არ ვიცი, რა მაგია ჩასვეს "რეალის" მაისურში, შეიძლება, მე რომ ჩავიცვა, თმა ამომივიდეს...

მინდა ვისაუბრო... არ ვიცი, როგორ წარმოვთქვა მისი სახელი - პიტარჩზე. იმიტომ, რომ დღეს საღამოს ყურადღებით ვაკვირდებოდი. რა თამაში იყო! ყველგან იყო“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 17 მარტს, მანჩესტერში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091206