ფეხბურთი

14:20 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შმეიხელი: "კვარაცხელიამ 28 წუთში თამაში შეცვალა, პსჟ მასთან ერთად განსხვავებული გუნდია"

ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა პეტერ შმეიხელმა „პარი სენ-ჟერმენი“ – „ჩელსის“ მატჩზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც, რომელიც მატჩის გმირი იყო.

ქართველი შევცლაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა, პსჟ-მ კი 5:2 მოიგო. შეიხელმა სწორედ მის დამსახურებას გაუსვა ხაზი

„ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონია, ხოლო პსჟ - ევროპის ჩემპიონი. თამაში ძალიან მაღალი დონის იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ეს თამაში 2:2 დასრულდებოდა. გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო და თამაში ძალიან სანახაობრივი და მაღალი ხარისხის ფეხბურთით მიმდინარეობდა. შემდეგ კი, როგორც იცით, მეკარის პატარა შეცდომა მოხდა და უცებ ანგარიში 3:2 გახდა. შემდეგ მოედანზე გამოვიდა კვარაცხელია, რომელმაც სულ 28 წუთი ითამაშა. ეს 28 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო, რადგან ორი გოლი გაიტანა.

ძალიან საინტერესოა, რომ პსჟ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰგავდა იმ პსჟ-ს, რომელიც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ მერე უცებ ისევ გახდა ის გუნდი. ვფიქრობ, პსჟ-ზე მოედანზე კვარას გამოსვლამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რადგან როცა ის თამაშობს, გუნდი სრულიად განსხვავებულია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ პსჟ-ს ბოლო ოთხივე დარტყმა კარში ან კარისკენ, გოლით დასრულდა. უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან ვისიამოვნე ამ მატჩით და პსჟ-ს დღევანდელი გამარჯვება ნამდვილად დამსახურებული იყო“, - თქვა შმეიხელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092129