„ჩელსის“ მცველმა რის ჯეიმსმა კომენტარი გააკეთა გუნდის პსჟ-სთან 5:2 მარცხზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში.
„ეს ჩემპიონთა ლიგაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საკლუბო ფეხბურთის უდიდესი ტურნირია და ისტორიაში ბევრმა გუნდმა შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, როდესაც გაცილებით დიდი დანაკარგები ჰქონდა.
ეს უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. პარიზში თამაში ჩვენი გემოვნებით არ წარიმართა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო! ამ თამაშიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თამაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამას, განსაკუთრებით „ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის: თამაში არ დასრულებულა, უბრალოდ ტაიმი დასრულდა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მეორე მატჩში“, - ციტირებს ჯეიმსის სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.







