„ინტერი“ დაინტერესებულია „ტოტენჰემის“ მეკარის, გულიელმო ვიკარიოს შეძენით - გვამცნობს Calciomercato.
სერია A-ს ლიდერები უკვე რამდენიმე კვირაა აკვირდებიან 29 წლის იტალიელის სიტუაციას და მას იან ზომერის პოტენციურ გრძელვადიან შემცვლელად მიიჩნევენ.
მოსალოდნელია, რომ მისი ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაჯდება, თუმცა, მას „იუვენტუსი“ და „მილანიც“ აკვირდებიან.
ვიკარიო „ტოტენჰემში“ 2023 წლის ივლისიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. 2025/26 წლების სეზონში მან 40 მატჩში 59 გოლი გაუშვა და 13-ში კარი მშრალად შეინახა.





