ფეხბურთი

16:52 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბოდო გლიმტი“ ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ სენსაციურ გამარჯვებას გამოეხმაურა

„ბოდო გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კეტილ კნუტსენმა კომენტარი გააკეთა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის შედეგზე, რომელშიც ნორვეგიულმა კლუბმა ლისაბონის „სპორტინგი“ 3:0 დაამარცხა.

„თავს კარგად ვგრძნობთ. მომეწონა ჩვენი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეტოქემ ბევრი სივრცე მოგვცა და ვფიქრობ, შესანიშნავად ვისარგებლეთ. თუმცა, მეორე ტაიმში ზედმეტად გახსნილები ვიყავით. „სპორტინგს“ ძალიან ბევრი კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მივეცით, ამიტომ ვფიქრობ, მეორე ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა.

საპასუხო მატჩი? ეს განსხვავებული თამაში იქნება. უბრალოდ მიხარია, რომ ეს დასრულდა. ვფიქრობ, აღსადგენად ცოტა დრო გვჭირდება. პირველ რიგში, ეს სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. მნიშვნელოვანია იქნება კარგად მოვემზადოთ“, - ციტირებს კნუტსენის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092223