არგენტინისა და ესპანეთს ნაკრებებს შორის მატჩი (ფინალისიმა), რომელიც 27 მარტს დოჰაში, ყატარის დედაქალაქში უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება - წერს Diario AS.
ყატარში ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა, სადაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები და ბალისტიკური რაკეტები გაანადგურეს, მატჩის ჩატარება შეუძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ რომი ან ლისაბონი ალტერნატივებად განიხილება, უეფა და კონმებოლი მადრიდსა და „ბერნაბეუს’ ამ მასშტაბის ღონისძიებისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია; უსაფრთხოების დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მაროკოსა და ეკვადორს შორის ამხანაგური მატჩი იმავე დღეს მადრიდის „ესტადიო მეტროპოლიტანოზეა“ დაგეგმილი. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ხელისუფლებასთან კოორდინაციას მოითხოვს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქს შეუძლია ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა.
„ბერნაბეუმ“ უკვე უმასპინძლა 2018 წლის კოპა ლიბერტადორესის გადადებული ფინალის მატჩს „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის და ბრწყინვალედ გაართვა თავი მის ორგანიზებას. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოს ბერნაბეუზე 2024 წლის მარტში ითამაშა ბრაზილიის წინააღმდეგ, ხოლო არგენტინა ბოლოს ესპანეთს მადრიდის „მეტროპოლიტანოზე“ 2018 წლის მარტში შეხვდა.
ფინალისიმა ერთმატჩიანი ტურნირია ევროპის ჩემპიონის (ამჟამად ესპანეთი) და კოპა ამერიკის (არგენტინა) გამარჯვებულებს შორის.







