ფეხბურთი

17:49 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ და „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბებისთვის ანტირეკორდი დაამყარეს

„მანჩესტერ სიტიმ“ და „ჩელსიმ“ 11 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩებში გამანადგურებელი მარცხი განიცადეს. ეს ევროპის ჩემპიონთა თასის/უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ინგლისური კლუბი ერთ დღეს სამი ან მეტი გოლის სხვაობით დამარცხდა, იტყობინება OptaJoe სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მერვედფინალის პირველ მატჩში „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა. ამასობაში, „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალთან“ 0:3 განადგურდა.

საპასუხო მატჩები 17 მარტს არის დაგეგმილი.

ტურნირის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16572