ფეხბურთი

19:26 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო ვალვერდე, „სიტის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ შეჯიბრის პრესსამსახურმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.

ურუგვაელმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მერვედფინალის პირველ მატჩში სამი გოლი გაიტანა (3:0).

გამოკითხვაში ვალვერდემ აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ ხულიან ალვარესს, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა „ტოტენჰემ ჰოთსფურთან“ 5:2 მოგებულ მატჩში, პსჟ-ს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც დუბლი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა „ჩელსის“ (5:2) წინააღმდეგ და „ბაიერნის“ თავდამსხმელ მაიკლ ოლისეს, რომელმაც ასევე ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა „ატალანტასთან“ 6:1 მოგებულ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097474