ფეხბურთი

19:53 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დემბელეს აგენტი „მანჩესტერ სიტის“ სპორტულ დირექტორს შეხვდა

პსჟ-ს 28 წლის თავდამსხმელის, უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო „მანჩესტერ სიტის“ სპორტულ დირექტორს, უგო ვიანას შეხვდა - წერს The Sun.

ორივე მხარემ განიხილა ფრანგი თავდამსხმელის პრემიერლიგის კლუბში შესაძლო ტრანსფერი. დემბელეს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები რთულია. მხარეები ვერ პოულობენ კომპრომისს.

დემბელე პსჟ-ში „ბარსელონადან“ 2023 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ სეზონში თავდამსხმელმა პარიზელთა რიგებში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163803