აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ირანის ნაკრების მონაწილეობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, შეუფერებლად მიიჩნია.
„ირანის ეროვნულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილი იყოს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.
28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რასაც ირანმა ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და სხვა ობიექტებზე დარტყმებით უპასუხა.







