მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე თავს უკეთ გრძნობს და შესაძლოა, „ლოს ბლანკოსის“ განაცხადში მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ (17 მარტი). თავდამსხმელმა ტრავმის გამო გამოტოვა „სიტისთან“ 3:0 მოგებული პირველი შეხვედრა. ჟურნალისტმა ფაბრის ჰოკინსმა ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X -ზე განაცხადა.
წყაროს ცნობით, მბაპემ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარტის ამხანაგურ მატჩებში. თავდახმელი მალე მადრიდში გაივლის ტესტებს, რათა დადასტურდეს მისი მდგომარეობა და მიიღოს თამაშის ნებართვა.







