ფეხბურთი

22:02 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურში

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა „ჩელსისთან“ 28 წუთში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის პსჟ-დან ერთადერთია, ვინც სიმბოლურში მოხვდა.

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)

მცველები: იოსიპ სტანიშიჩი (ბაიერნი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ისმაილ იაკობსი (გალათასარაი)

ნახევარმცველები: ფედერიკო ვალლვერდე (რეალი), მარიო ლემინა (გალათასარაი), ბრუნდსტად ფეტი (ბოდო გლიმტი)

თავდამსხმელები: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

კვარაცხელია ტურის საუკეთესო ოთხ ფეხბურთელში იყო ნომინირებული, მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა, რადგან ფედერიკო ვალვერდეს და ხულიან ალვარესს ჩამორჩა, ხოლო მაიკლ ოლისეს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08813