ფეხბურთი

22:10 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ზედიზედ მეორე მარცხი: "მეშახტემ" გორში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური გორში დასრულდა, სადაც „დილამ“ დებიუტანტ „მეშახტესთან“ მოულოდნელი მარცხი განიცადა.

დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. გამოცდილმა ფორვარდმა მეტოქის კარი 68-ე წუთზე დალაშქრა.

„დილამ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ორ მატჩში ჯერ ქულაც არ მოუპოვებია და გოლიც არ გაუტანია, ხოლო მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება. „მეშახტეს“ 4 ქულა აქვს და „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082064