ფეხბურთი

0:14 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პედრო ნეტომ ბოდიში მოიხადა, მაგრამ უეფამ საქმეზე გამოძიება დაიწყო

უეფამ ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელის პედრო ნეტოს წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო არასპორტული საქციელისთვის, უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-15 მუხლის შესაბამისად. უეფას დისციპლინური ორგანოები ამ საქმეზე გადაწყვეტილებას დროულად მიიღებენ.

საქმე ეხება პსჟ-სთან მატჩის მიწურულს მომხდარ ეპიზოდს, როცა ბურთის მომტან ბიჭს პორტუგალიელმა ფეხბურთელი ხელი ჰკრა და ის წაიქცა. ამის გამო ფეხბურთელებს შორის სიტუაციაც დაიძაბა.

პედრომ მატჩის შემდეგ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და როგორც თქვა, ბიჭსაც მოუბოდიშა:

„მინდა ბოდიში მოვუხადო მას. უკვე ვესაუბრე კიდეც. თამაშის ემოციების გამო, ვაგებდით, მინდოდა ბურთი დამებრუნებინა, მაგრამ მან ის შეინარჩუნა. ოდნავ ვუბიძგე და დავინახე, რომ ვატკინე. მე ასეთი არ ვარ. ეს მომენტის დაძაბულობა იყო. მინდა ბოდიში მოვუხადო. მას მაისური მივეცი, რადგან ეს არ შეიძლება მოხდეს. ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვარ მისთვის.

იცით, როგორია ფეხბურთი, ბევრი ემოციაა, მინდოდა ბურთი სწრაფად მიმეღო, ვუბიძგე და მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ. მატჩის შემდეგ მაშინვე ვისაუბრეთ, ჩემი მაისური მივეცი, დაახლოებით 35-ჯერ ვუთხარი, რომ ვწუხვარ. ძალიან ვწუხვარ სიტუაციის გამო. ვფიქრობ, მან იცის, რა მოხდა.

ფრანგული არ მესმის, მაგრამ იღიმოდა, ამიტომ ვფიქრობ, მიხვდა, რომ ეს მომენტის დაძაბულობაში იყო. ასეთი არ ვარ. ვიტინიამ ასევე უთხრა, რომ ასეთი არ ვარ და ძალიან ვწუხვარ შექმნილი სიტუაციის გამო“, - თქვა ნეტომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129191