ფეხბურთი

10:26 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ იტალიური კლუბების ევროპულ შეჯიბრებებში ცუდი გამოსვლის მიზეზი განმარტა

„მილანის,“ მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა იტალიური კლუბების ევროპულ შეჯიბრებებში ცუდი გამოსვლის შესახებ და ასევე ისაუბრა „სკუადრა აძურას“ პერსპექტივებზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„ევროპულ შეჯიბრებებში წარუმატებლობასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის რისკს შორის კავშირი არსებობს და ეს ყველაფერი უცხოელი ფეხბურთელების ხარისხით იწყება.

როდესაც მე ვწვრთნიდი, იტალიაში გვყავდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. დღეს მოდრიჩი, რაბიო და კიდევ რამდენიმე გვყავს. ჩვენ ნამდვილად კარგ ფეხბურთელებს ვყიდით, მაგრამ ერთ დროს, სულ მცირე 2010 წლამდე, ყველა აქ იმიტომ მოდიოდა, რომ ჩვენ ვიყავით საორიენტაციო. ამ მაგალითის გარეშე, ჩვენი ფეხბურთელები ვერ შეძლებენ გაუმჯობესებას. მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის.

სერია A-ს იტალიელი ფეხბურთელების სერიოზული დეფიციტი აქვს. მათ ადგილებს უცხოელები იკავებენ, თუნდაც საშუალო დონის. მართლა ვფიქრობთ, რომ ისინი ყველა ჩვენზე უკეთესები არიან? რა თქმა უნდა, თუ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებით, ეჭვი არ მეპარება: ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთელი პოლიტიკა ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართ არასრულყოფილი იყო“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102623