ფეხბურთი

16:40 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მზადაა, ამ ზაფხულს კამავინგა გაყიდოს, საწყისი ფასი 50 მილიონი ევროა

მადრიდის „რეალი“ ამ ზაფხულს ნახევარმცველ ედუარდო კამავინგასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს განიხილავს, იტყობინება Madrid Xtra ჟურნალისტ მატეო მორეტოზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, „ლოს ბლანკოსის“ მიერ ფეხბურთელისთვის დაწესებული საწყისი ფასი 50 მილიონი ევროა.

კამავინგა კლუბში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158976