ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
„ლიონი“ ვიგოში, „სელტასთან“ აგებდა, მაგრამ ბოლოს ენდრიკით გოლით გაათანაბრა და შინ სასურველი 1:1-ით წავიდა.
კიდევ უფრო კარგ შედეგს მიაღწია დანიურმა „მიდტიულანდმა“, რომელმაც ინგლისურ „ნოტინგემს“ სტუმრად 1:0 მოუგო და მეოთხედფინალისკენ ნაბიჯი გადადგა. ზოგადად, ინგლისური გუნდებისთვის ევროთასებზე ძალიან მძიმე კვირა გამოდგა.
ბელგიურმა „გენკმა“ შინ 1:0 სძლია „ფრაიბურგს“, მაგრამ ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, ხოლო „ფერენცვაროშმა“ უკეთესი უპირატესობა შეიქმნა, რადგან 2:0 სძლია „ბრაგას“.
ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ფრანგულ „ლილს“ სტუმრად 1:0 მოუგო და ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელმაც ევროტურნირებზე ამ კვირაში თამაში მოიგო. გასვლაზე იმარჯვა „პორტუმ“ – „შტუტგარტთან“ 2:1.
ათენის „პანათინაიკოსმა“ შინ სევილიის „ბეტისი“ 10 კაცით დაამარცხა (1:0) და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მაგრამ ესპანეთში მცირე უპირატესობით ჩავა.
იტალიურ დერბიში ფრე დაფიქსირდა: „ბოლონია“ „რომას“ ფედერიკო ბერნარდესკის გოლით უგებდა, მაგრამ შემდეგ ლორენცო პელეგრინისგან გაუშვა და მატჩი 1:1 დასრულდა.
ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები ერთ კვირაში, 19 მარტს გაიმართება.







