ფეხბურთი

2:14 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგა: "კრისტალ პალასმა" კვიპროსულ გუნდს ვერ აჯობა, "ფიორენტინამ" მძიმედ მოიგო

კონფერენს ლიგაზე მერვედფინალის პირველი მატჩები გაირკვა და რამდენიმე წყვილში უკვე გამოიკვეთა აშკარა ფავორიტი.

მაგალითად, ათენის „აეკმა“ სტუმრად სლოვენიური „ცელიე“ 4:0 გაანადგურა და რა თქმა უნდა, ბერძნული გუნდი მეოთხედფინალშია ცალი ფეხით. „რაიო ვალეკანომ“ გასვლაზე „სამსუნსპორს“ 3:1 სძლია და ისიც დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე გავა. იგივეს თქმა შეიძლება დონეცკის „შახტარზე“, რომელმაც 3:1 მოუგო სტუმრად პოზნანის „ლეხს“ - ირაკლი აზაროვს ისევ არ უთამაშია.

სხვა წყვილებში ბრძოლა გრძელდება: „ალკმაარმა“ პრაღის „სპარტას“ შინ 2:1 მოუგო, ხოლო ამავე ანგარიშით ფრანგულმა „სტრასბურმა“ სტუმრად მოუგო თორნიკე მორჩილაძის „რიეკას“. ქართველი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ფლორენციის „ფიორენტინამ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში მოუგო პოლონურ „რაკუვს“ – 2:1, თუმცა, საპასუხო მატჩში რთული ბრძოლა ელოდება. ორი მატჩი უგოლოდ დასრულდა - „კრისტალ პალასმა“ შინ ლარნაკას „აეკს“ ვერ მოუგო, ხოლო ჩეხეთში „სიგმა“ და „მაინცი“ დაზავდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167499