ფეხბურთი

12:30 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული"

RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრულა რა დუბლი და გააკეთა საგოლე პასი.

„2:2-ის დროს ვფიქრობდით, რომ „ჩელსი“ ამით დაკმაყოფილდებოდა და პსჟ-ს აღარ ექნებოდა ძალა, უფრო შორს წასულიყო. მაგრამ გუნდი სათადარიგოთა სკამია, საქმე შეცვლებშია. როდესაც სათადარიგოთა სკამზე გყავს კვარას მსგავსი ბიჭი, რომელიც მოედანზე დამუხტული შევიდა და სტრატოსფერული გოლი გაიტანა, რადგან მას ამის ნიჭი აქვს... ეს არის გამბედაობა, ინდივიდუალურ ნიჭთან შერწყმული.

იყო დემბელეს წარმოუდგენელი რეიდი კონტრშეტევაზე, ფინტები და დარტყმა, ვიტინიას დარტყმა, კვარას არაჩვეულებრივი დარტყმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პსჟ-ს ჰყავს ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორებიც არიან დემბელე, კვარა და ვიტინია, რომლებსაც უკეთ თამაშიც შეუძლიათ“, - თქვა რიოლომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 შეხვედრაში 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

„ჩელსი“–„პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097732